ნიკოლ ფაშინიანი – ,, ამბობენ, რომ ეს სიცრუეა, რომ ვირუსი არ არსებობს და მთავრობა ციფრებს დახმარების მისაღებად აქვეყნებს”

საქართველოს მეზობელ სომხეთში სწრაფად იზრდება კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი. ქვეყანას დღევანდელი მონაცემებით 13,130 ინფიცირებული ყავს, საიდანაც 766 ახალი შემთხვევა, ბოლო 24 საათში დადასტურდა. სომხეთში გარდაცვლილთა რაოდენობა 200-ია.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომლებსაც კორონავირუსის არსებობის არ სჯერათ. სომხეთის პრემიერმა გუშინ განაცხადა, რომ ქვეყანაში ამჟამად ჰოსპიტალიზაციის რიგს კორონავირუსით ინფიცირებული 200-მდე პაციენტი ელოდება. სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში იყო შემთხვევა, როდესაც “კოვიდ-19”-ით ადამიანი სამედიცინო დახმარების დაგვიანების გამო გარდაიცვალა.

ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ საზოგადოებას კორონავირუსის არსებობის არ სჯერა.

“ამბობენ, რომ ეს სიცრუეა, რომ კორონავირუსი არ არსებობს და მთავრობა ციფრებს დახმარების მისაღებად აქვეყნებს. ჩვენ უკვე ჯოჯოხეთში ვართ, თუმცა არ მიგვიღწევია ჰუმანიტარული კატასტროფისთვის. შეგვიძლია, ეს ჯოჯოხეთი გავიაროთ ჰუმანიტარული კატასტროფის გარეშე”- განაცხადა ფაშინიანმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button