სოფელ მუჟავასთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული სამი მოქალაქის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია

საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებულ გალთან საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. სოფელ ლიას სამი მკვიდრი იზოლატორშია გადაყვანილი. ისინი სოფელ მუჟავასთან გაიტაცეს. მათი ადგილსამყოფელი და ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე უცნობია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

გატაცებულების ოჯახის წევრების თქმით, მათთვის უცნობია თუ რა მოტივით მოხდა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მოქალაქეების გატაცება.

“. აფხაზებმა დაიჭირეს თუ რუსებმა, არაფერი ვიცით, მოვიძიეთ, მაგრამ ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ. დაჭერილები არიან, სად არიან არ ვიცი. დავურეკეთ, მაგრამ მიუწვდომელია. არავინ არ დაგვკავშირებია,” – აცხადებენ გატაცებულთა ოჯახის წევრები.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button