1 ახალი დადასტურებული შემთხვევა და 11 გამოჯანმრთელებული – ,,კოვიდ – 19″ საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1-ით, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 11-ით გაიზარდა.

ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge, დილით განახლდა. რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე 809 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა  674-ს შეადგენს.

ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში 3161 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 285.

,,კოვიდ-19″-ით საქართველოში 13 პაციენტი გარდაიცვალა. ყველა მათგანს თანმდევი მძიმე დაავადებები აღენიშნებოდა.

 

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button