ბათუმში მშენებლობიდან გადავარდნის შემდეგ 28 წლის კაცი დაიღუპა

ბათუმში, მშენებლობაზე დასაქმებული 28 წლის კაცი დაიღუპა. ის მე-16 სართულიდან გადავარდა. შემთხვევა ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

სამუშაოებს შპს „CMC მეზღვაური“ აწარმოებს.

როგორც ქალაქის მერიაში აცხადებენ, ამ კომპანიის მიმართ უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის იანვარში დაიწყო სამართალწარმოება და ის 30 000 ლარით არის დაჯარიმებული.

გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button