7 მილიონს მიახლოვებული ინფიცირებულთა რაოდენობა და 400 ათასამდე გარდაცვლილი – კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკა

https://www.worldometers.info/coronavirus/ – ის მონაცემებით მთელს მსოფლიოში ,,კოვიდ-19″-ის 6,866,120 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან გარდაცვლილია 398,535 პაციენტი.

თითქმის 2 მილიონამდე ინფიცირებული ადამიანით, კვლავ პირველ ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები.

რთული ვითარებაა ასევე ბრაზილიაში, სადაც დაავადებულთა რაოდენობა 646,006-ია, 35 ათასამდე კი გარდაცვლილია.

დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით იტალიასა და ესპანეთზე წინ არის რუსეთი, რომელიც მსოფლიოში მესამე ადგილზეა ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით. მხოლოდ ერთ დღე-ღამის განმავლობაში, 8,855 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

სწრაფად იზრდება ციფრები სომხეთშიც. ქვეყანაში 12,364 ინფიცირებული ფიქსირება. ინფიცირებულია სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი ოჯახის წევრებიც.

ჩინეთში, საიდანაც ,,კოვიდ-19″-ის ისტორია დაიწყო მდგომარეობა სტაბილურია, აქ ბოლო 24 საათში მხოლოდ 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან 808 ადამიანს აქვს ლაბორატორიულად დადასტურებული ინფექცია, დღეს კი მხოლოდ 3 პაციენტი დაემატა, მათგან სამივე იმპორტირებული შემთხვევაა. საქართველოში 13 ადამიანია კორონავირუსისგან გარდაცვლილი, ხოლო 663 გამოჯანმრთელდა.

ამ დროისათვის, კარანტინის რეჟიმში 3161 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში დაკვირვების ქვეშ კი – 285.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button