თენგიზ ცერცვაძე – ,,მეორე ტალღა იქნება, მაგრამ ნაკლებად ძლიერი, ვიდრე პირველი“

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე შემოდგომაზე კორონავირუსის მეორე ტალღას ვარაუდობს, თუმცა ფიქრობს, რომ ისეთივე სიძლიერე არ ექნება, როგორც პირელს.

მისი თქმით, მეორე ტალღა მოსალოდნელია ოქტომბერ-ნოემბრიდან და ეს დამოკიდებულია იმაზე, აქვს თუ არა ამას სეზონური ბუნება.

„ყველაფერი ეს ვარაუდებია და ეს ვარაუდები აგებულია იმაზე, თუ როგორ იქცევიან სხვა რესპირაციული ინფექციები, მაგალითად გრიპი და სხვა. ველოდებით ოქტომბერ-ნოემბრიდან, დამოკიდებულია იმაზე, რა ბუნება აქვს კორონავირუსს. მას აქვს ისეთივე ბუნება როგორც გრიპის ვირუსს, რომელიც ცივ პერიოდებში აქტივირდება, ხოლო ცხელ პერიოდებში მისი აქტივობა იკლებს. თუ კორონავირუსს არ აქვს ასეთი სეზონური ბუნება, შეიძლება, არც იქნეს მეორე ტალღა.

ვფიქრობ, რომ მას მაინც აქვს სეზონურობის ბუნება, მაგრამ არა ისე მკაფიოდ გამოხატული, როგორც გრიპს. მე მგონია, რომ მეორე ტალღა იქნება, მაგრამ ნაკლებად ძლიერი, ვიდრე პირველი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button