2 საათია, რაც ვარკეთილში შეიარაღებული მამაკაცის დასაკავებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ვარკეთილის მესამე მასივის მე-4 მიკროში, სადაც სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი საკუთარი ოჯახის წევრების დაშინების მიზნით,  ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა,  სამართალდამცავები დიდი რაოდენობაა მობილიზებული.

თვითმხილველები ამბობენ, რომ მამაკაცმა ჯერ მისსავე სახლში, შემდეგ კი გარეთ ჰაერში ისროლა, რასაც წინ უძღვოდა ოჯახის წევრებთან კონფლიქტი. ასევე ცნობილია, რომ აღნიშნულ პიროვნებაზე ოჯახის წევრების მიმართ ძალადობის გამო, შემაკავებელი ორდერიც იყო გაცემული.

ამ დროისათვის, სამართალდამცველებმა მოახერხეს რომ  მისი მეუღლე და შვილები უსაფრთხო ადგილზე გადაეყვანათ, თავად მამაკაცთან კი 2 საათზე მეტია, რაც ჩაბარების თაობაზე უშედეგოდ მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძეც. მისი თქმით, ამ ეტაპზე, მამაკაცის დასაკავებლად, რომელიც შეიარაღებულია ჩაკეტილი საკუთარ ბინაში, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

“პიროვნება არის შეიარაღებული, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში. არის ჩაკეტილი პირველ სართულზე. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები. დამატებით გაცნობებთ, რომ დაშავებული არავინ არაა და ოჯახის წევრები არიან უსაფრთხო მდგომარეობაში. მოლაპარაკება მიდის როგორც პირადად, ასევე საკომუნიკაციო საშუალებებით,” – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button