მთავარისაზოგადოება"ეგონა, ამჯერად მაინც დასრულდებოდა ტანჯვა და ტკივილი, მაგრამ... მორიგი სიურპრიზი მოუწყო ცხოვრებამ"

“ეგონა, ამჯერად მაინც დასრულდებოდა ტანჯვა და ტკივილი, მაგრამ… მორიგი სიურპრიზი მოუწყო ცხოვრებამ”

ერთ გა­სა­ო­ცარ ქალ­ბა­ტონ­ზე მინ­და, გი­ამ­ბოთ. ადა­მი­ან­ზე, რო­მე­ლიც 2005 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ბევ­რჯერ დად­გა სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის ზღვარ­ზე, მაგ­რამ ვე­რა­ფერ­მა გა­ტე­ხა. იგი დღე­საც კვლავ ამ ზღვარ­ზე აღ­მოჩ­ნდა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის თა­ნად­გო­მა სჭირ­დე­ბა…

ქე­თე­ვან შარ­მი­აშ­ვი­ლი დაბა სი­ო­ნი­დან არის, წლე­ბის წინ ერ­თმა­ნეთს სიმ­ღე­რამ შეგ­ვახ­ვედ­რა და მას შემ­დეგ გა­ნუყ­რე­ლი მე­გობ­რე­ბი გავ­ხდით. სიმ­ღე­რამ შეგ­ვახ­ვედ­რა-მეთ­ქი, ტყუ­ი­ლად არ მით­ქვამს, რად­გან სწო­რედ ქე­თე­ვან­მა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა სი­ონ­ში პირ­ვე­ლი ბავ­შვთა ან­სამ­ბლი “სი­ო­ნის ზა­რე­ბი” და მას შემ­დეგ ამ ან­სამ­ბლმა ის ულა­მა­ზე­სი კუ­თხე მხო­ლოდ ტბი­თა და ჰა­ე­რით კი არა, ფშა­უ­რი ფოლკ­ლო­რი­თაც პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­ხა­და.

სხვა­თა შო­რის, სწო­რედ იმ პირ­ვე­ლი თა­ო­ბის მომ­ღე­რა­ლი, ქე­თე­ვა­ნის აღ­ზრდი­ლი იყო ბევ­რის­თვის საყ­ვა­რე­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი და ადა­მი­ა­ნი, ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პუ­ლი თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვი­ლი. სწო­რედ ამ ან­სამ­ბლის ერთ-ერთი თა­ო­ბის და შემ­დეგ უკვე თი­ა­ნე­თის სხვა­დას­ხვა სკო­ლე­ბის ბავ­შვე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს რა­დი­ოს პირ­ველ არხზე ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად და­არ­სე­ბუ­ლი ბავ­შვთა ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის პირ­ველ ფეს­ტი­ვალ­ში.

ქე­თე­ვან შარ­მი­აშ­ვილს თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის (დღე­ვან­დე­ლი თე­ატ­რი­სა და კი­ნოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის) სა­გუნ­დო-სა­დი­რი­ჟო­რო ფა­კულ­ტე­ტი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი და სცე­ნა­ზეც ხში­რად მღე­რო­და. თუმ­ცა მომ­ღერ­ლო­ბას მა­ინც თა­ვი­სი კუ­თხის­თვის – ფშა­ვის­თვის და ფშა­ვე­ლი ბავ­შვე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის კარ­გი საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა ამ­ჯო­ბი­ნა.

მოს­წავ­ლე­თა შე­სა­ნიშ­ნა­ვი ან­სამ­ბლი ჰყავს, მაგ­რამ ბოლო პე­რი­ოდ­ში ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბამ ძა­ლი­ან შე­ა­ფერ­ხა ბავ­შვებ­თან მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბი, ამას პან­დე­მი­აც და­ერ­თო და…

ბავ­შვე­ბი და მათი მშობ­ლე­ბი მა­ინც მო­უთ­მენ­ლად ელი­ან საყ­ვა­რელ ქე­თე­ვან მას­წავ­ლე­ბელს და სხვა მას­წავ­ლე­ბელ­ზე კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ თან­ხმდე­ბი­ან. არც არის გა­საკ­ვი­რი, რად­გან ქე­თე­ვანს სწო­რედ ბავ­შვე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი აძ­ლი­ე­რებს – სა­კუ­თა­რი ოჯა­ხი არ ჰყავს, არც შვი­ლე­ბი ჰყავს და თა­ვი­სი თი­ა­ნე­თე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი, ლა­მის, შვი­ლე­ბი­ვით მი­ი­ღო. ამას ბავ­შვე­ბიც გრძნო­ბენ და იმი­ტო­მაც არი­ან ასე მი­ჯაჭ­ვუ­ლე­ბი მას­ზე, მაგ­რამ… ქე­თე­ვან­მა მო­მა­ვა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან სკო­ლა­ში დაბ­რუ­ნე­ბა რომ შეძ­ლოს, უპირ­ვე­ლე­სად, ჯან­მრთე­ლო­ბამ უნდა შე­უ­წყოს ხელი.

ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი კი მას 2005 წელს, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვით გა­მოწ­ვე­უ­ლი მუხ­ლის ტრავ­მით და დი­ლე­ტან­ტის მიერ სპონ­ტა­ნუ­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ე.წ. ოპე­რა­ცი­ით და­ი­წყო. მას კი­დევ რამ­დე­ნი­მე მძი­მე ოპე­რა­ცია, ტკი­ვი­ლი, ტან­ჯვა და უძი­ლო ღამე მოჰ­ყვა, მერე კი… ქე­თე­ვა­ნი ყო­ველ­თვის იმოწ­მებ­და მუხ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბას, რად­გან ში­გა­და­შიგ ტკი­ვი­ლე­ბიც აწუ­ხებ­და და სი­ა­რუ­ლიც უჭირ­და. 2015 წელს, ექიმ­თან რომ მი­ვი­და, შე­სა­ბა­მი­სი გა­მოკ­ვლე­ვე­ბიც ჩა­ი­ტა­რა და სარ­კო­მის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს, მე­ტიც, ფე­ხის მოჭ­რას უპი­რებ­დნენ.

აქე­დან სარ­კო­მას­თან ბრძო­ლის ახა­ლი ეტა­პი და­ი­წყო. ფე­ხის მოჭ­რა­ზე კა­ტე­გო­რი­უ­ლად წი­ნა­აღ­მდე­გი წა­ვე­დით და ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზის ძებ­ნა და­ვი­წყეთ. ან­კა­რა­ში მცხოვ­რე­ბი სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ჟი­ნე­რი და მეც­ნი­ე­რი, თბი­ლი­სე­ლი ნი­კო­ლაი ვის­კუ­შენ­კო და მისი შე­სა­ნიშ­ნა­ვი დედა – ირი­ნა და­ეხ­მარ­ნენ ქე­თე­ვანს, როცა ის თურ­ქეთ­ში გა­ემ­გზავ­რა სამ­კურ­ნა­ლოდ.

იქ დას­მუ­ლი დი­აგ­ნო­ზი კი ასე­თი გახ­ლდათ – მუხ­ლის სახ­სრის რბი­ლი ქსო­ვი­ლე­ბის მულ­ტი­რე­ცი­დი­ვუ­ლი და მე­ტას­ტა­ზუ­რი და­ბალ­ხა­რის­ხი­ა­ნი სარ­კო­მა, მე­ტას­ტა­ზი არ­სე­ბობ­და ბარ­ძა­ყის ლიმ­ფურ კვან­ძებ­შიც. რად­გან ქე­თე­ვა­ნი ფე­ხის მოჭ­რის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, თურ­ქმა ონ­კო­ლოგ­მა და ქი­რურ­გმმა, ორ­თო­პედ-ტრავ­მა­ტო­ლოგ­მა იუ­სუპ ილ­დიზ­მა ორი უნი­კა­ლუ­რი ოპე­რა­ცია და­ნიშ­ნა – პირ­ვე­ლი მუხ­ლზე, რო­მე­ლიც 9 სა­ათს გაგ­რძელ­და და ორი კვი­რის შემ­დეგ მე­ო­რე, ბარ­ძა­ყის მე­ტას­ტა­ზე­ბის ამოკ­ვე­თი­სას – 4-სა­ა­თი­ა­ნი.

ამას მოჰ­ყვა თბი­ლის­ში რა­დი­ოს­ხი­ვუ­რი თე­რა­პია, რო­მელ­მაც პრო­ცე­სი კი შე­ა­ჩე­რა, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, დამ­წვრო­ბა გა­მო­იწ­ვია. ქე­თე­ვა­ნი ყო­ველ­წლი­უ­რად ჩა­დის თურ­ქეთ­ში და ფე­ხის მდგო­მა­რე­ო­ბას იმოწ­მებს. ერთი წლის წინ მუხ­ლის ნაჭ­რი­ლო­ბევ­თან, დამ­წვრო­ბის ად­გი­ლას ინ­ფექ­ცია გან­ვი­თარ­და და ფე­ხის მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ დამ­ძიმ­და. ის ისევ თურ­ქეთ­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც სას­წრა­ფოდ ოპე­რა­ცია გა­უ­კეთ­და.

იმა­საც გე­ტყვით, რომ ამ ოპე­რა­ცი­ებს და მას შემ­დეგ თურ­ქეთ­ში ე.წ. პე­ტის ყო­ველ­წლი­ურ კვლე­ვას მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ფი­ნან­სე­ბით ქე­თე­ვა­ნი ვე­რაფ­რით შეძ­ლებ­და, რომ არა სი­ო­ნე­ლე­ბი­სა და თი­ა­ნე­თე­ლე­ბის, ად­გი­ლობ­რი­ვი თუ ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, მისი მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბა, შემ­წე­ო­ბა, თა­ნად­გო­მა. რად­გან ეს ადა­მი­ა­ნი ძა­ლი­ან უყ­ვარს თი­ა­ნეთს, ყვე­ლა მე­გო­ბარს, დიდს თუ პა­ტა­რას, ვინც კი მას იც­ნობს.

იქი­დან ჩა­მო­სულ ქე­თე­ვანს ზე­დი­ზედ კი­დევ ორი სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი და­ე­მარ­თა: ზა­ფხულ­ში­ვე თა­ვი­სი სახ­ლის ეზო­ში წა­იქ­ცა და ნა­ო­პე­რა­ცი­ე­ვი ფეხი მო­ტყდა. კვლავ სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია და ლი­თო­ნის ჩად­გმა დას­ჭირ­და, რა­საც ისევ და ისევ გან­ცდე­ბი და ტკი­ვი­ლე­ბი მოჰ­ყვა. ნაჭ­რი­ლო­ბე­ვი კვლავ გა­ურ­თულ­და, ლი­თო­ნის ფირ­ფი­ტა ვერ მი­ი­ღო სხე­ულ­მა და კი­დევ ერთი ოპე­რა­ცია და­ი­ნიშ­ნა – ამ­ჯე­რა­დაც ლი­თო­ნით, ოღონდ სხვა მე­თო­დით უნდა და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ათ მუხ­ლი.

ჭრი­ლო­ბამ ნელ-ნელა შე­ხორ­ცე­ბა და­ი­წყო და ქე­თე­ვან­მაც უკვე მე­რამ­დე­ნედ, ხე­ლახ­ლა “აიდ­გა” ფეხი, ოღონდ ორი ყა­ვარ­ჯნით. თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­სო­ბის­კენ მი­დი­ო­და, თვი­თო­ნაც იმე­დი ჩა­ე­სა­ხა, რომ ამ­ჯე­რად მა­ინც დას­რულ­დე­ბო­და ტან­ჯვა და გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლე­ბი, მაგ­რამ… ერთი თვის წინ კი­დევ მო­რი­გი სი­ურპრი­ზი მო­უ­წყო ცხოვ­რე­ბამ – ჰე­მო­რა­გი­უ­ლი ინ­სულ­ტი!

მდგო­მა­რე­ო­ბა საკ­მა­ოდ მძი­მეა, რა­საც მისი ფე­ხის პრობ­ლე­მაც ამ­ძი­მებს, თუმ­ცა ქეთი კვლავ მედგრად აგ­რძე­ლებს ბრძო­ლას…

ასე­თი ძლი­ე­რი და შე­უ­პო­ვა­რი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა­ში არ შემ­ხვედ­რია. სა­კუ­თარ დარ­დსა და ტკი­ვილს არაფ­რით გახ­ვევს თავს და მუ­დამ უფ­ლის იმე­დად არის, მისი შემ­წე­ო­ბა აძ­ლი­ე­რებს და უკე­თეს ხვა­ლინ­დელ დღე­ზე სა­ფიქ­რე­ლად, საბ­რძოლ­ვე­ლად გა­ნა­წყობს… ამ­ჯე­რა­დაც მზა­დაა სი­ცო­ცხლის­თვის იბ­რძო­ლოს, და­ნე­ბე­ბას არ აპი­რებს, მაგ­რამ უკვე ყვე­ლა რე­სურ­სი ამო­ი­წუ­რა – გა­სა­ყი­დი აღა­რა­ფე­რი დარ­ჩა, გარ­და სი­ო­ნის სახ­ლი­სა, სა­დაც ცხოვ­რობს.

თა­ვად დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით ვინ­მეს შე­წუ­ხე­ბას მუ­დამ თავს არი­დებს, მაგ­რამ ამ­ჯე­რად მე­გობ­რებ­მა და­ვარ­წმუ­ნეთ, რომ ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია და რო­გორც თვი­თონ იზი­ა­რებს ყვე­ლას ამ­გვარ თხოვ­ნას და ეხ­მა­რე­ბა, სირ­ცხვი­ლი სუ­ლაც არ არის, თა­ვა­დაც ითხო­ვოს!

გთხოვთ, ვი­საც რო­გორ შე­გეძ­ლე­ბათ, შე­მოგ­ვი­ერ­თდით და ერ­თად გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ამ ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი და გუ­ლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე.

ან­გა­რი­შის რეკ­ვი­ზი­ტე­ბია:

სს “ლი­ბერ­თი­ბან­კი”

GE16LB0711102978645140

მიმ­ღე­ბი ქე­თე­ვან შარ­მი­აშ­ვი­ლი

პოპულარული სიახლეები