სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჯანაშია, შესაძლოა ვადაზე ადრე გათავისუფლდეს

როგორც მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა აცხადებს, გიორგი ჯანაშიამ უდოს კომისიას გათავისუფლების მოთხოვნით უკვე მიმართა.

“მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ მიცემული ჩვენება იმ ნაწილში, რომ მან დაინახა, თითქოს მიხეილ კალანდიას ხელში ეჭირა დანის მაგვარი საგანი, აი ამის სანაცვლოდ მასთან გააფორმეს საპროცესო შეთანხმება და ახლა ითხოვს იმ საპროცესო შეთანხმების დადგენილ ვადაზე ადრე გათავისუფლებას, რამეთუ ხედავს მის მიერ მიცემული ეს ინდულგენცია ხელისუფლებისთვის არის არაჩვეულებრივი, მას უჭირავს კოზირი და ეუბნება, თუ ახლა მე თქვენ უდოთი არ გამიშვებთ, მაშინ მე ავდგები და ვიტყვი იმ ჩინოსნებს, რომლებმაც დაიყოლიეს ამ განაჩენის მისაცემად,” – განაცხადა მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.

ფაქტს დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულის, მიხეილ კალანდიას ბიძა დიმიტრი კაკუბავაც ეხმაურება.

„არაფერი ახალი და მოულოდნელი ჯანაშიას გათავისუფლებაში ჩემთვის არაა. იმის გათვალისწინებით, რომ გიორგი ჯანაშიას ბიძები, ვანო და სერგი ნაკაიძეები გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანები არიან, აფინანსებენ ბოკერიას გუნდს, ფლობენ ტელევიზიებს და სავარაუდოდ, აქტიურად მონაწილეობენ პოლიტიკური სიტუაციის მართვაში. მე პატივისცემით ვეკიდები მათ მცდელობას დაიხსნან თავიანთი დისშვილი და სულაც არ მინდა ჩემმა განცხადებამ ხელი შეუშალოს მის გათავისუფლებას. ჩემთვის გაუგონარი და ამაზრზენია სარალიძის ქმედებები. მისი გააქტიურება, ახლა ისევ თამაშის ნაწილია, ცდილობს, ყურადღების გადატანას ჯანაშიას განთავისუფლებიდან შოთაძეზე აბსურდული წერილების მიწერით. ეს ზუსტად იმეორებს მის გააქტიურებას პროცესებზე ბატონ ზურაბ თოდუაზე თავდასხმით, როდესაც ფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება უზენაეს სასამართლოში ჯანაშიასთან. მისი მცდელობა, დაეფარა სიმართლე ჩემზე საჩივრით, თუ რატომ გავასაჯაროვე გუგა ბარბაქაძის დაკითხვის ვიდეო, ჩავარდა.

სამწუხაროდ, საქართველოში საკმაოდაა მიცვალებულების სულებით მოვაჭრე მშობლები. მიზანი, რისთვისაც თავდაუზოგავად ვაჭრობდა სარალიძე მიღწეულია. დღე-დღეზე გიორგი ჯანაშია სახლში იქნება. სამწუხაროდ, ამ ვაჭრობაში სარალიძე აჰყვა ბოკერიას გუნდს. მათი მცდელობა, მიშა კალანდიას დაჭერის შანტაჟით სუბელიანს მიეცა მათთვის რაღაც ჩანაწერები ვანო მერაბიშვილის გაყვანისა, დამთავრდა წარმოუდგენელი შედეგით, დაიჭირეს და მიუსაჯეს 15 წელი მოზარდს, რომელსაც არავინ არ მოუკლავს.

შედგა გარიგება, გაწირეს კალანდია, ყველამ ხელი დაიბანა და რაც ამაზრზენია, ხელი მოითბო ამ საქმეზე. ცალკე აღსანიშნავია ქალბატონი ლონდარიძე, მოსამართლის ვიდეოებზე, სადაც რვა საათის განმავლობაში მესიჯობს და ვიღაცებს ასმენინებს დახურული სხდომების დეტალებს, მას საოცარი კომენტარი აქვს. ეს სიმართლის მოყვარული და პირდაპირი ქალბატონი უცებ აცხადებს, რომ მან ამის შესახებ არაფერი არ იცის, და თვალებს არ უჯერებს. ალბათ დაელოდება გამოძიებას ან დირექტივებს“, – აცხადებს დიმიტრი კაკუბავა.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე, რომელსაც დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე არიან მსჯავრდებულები. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე მიხეილ კალანდია.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button