პირს, რომელმაც 14 დღე კარანტინში გაატარა, სახლში გაშვებიდან ორი დღის შემდეგ ,,კოვიდ-19″ დაუდასტურდა

სოფელ ყაურმის მცხოვრები, რომელმაც 14 დღე საკარანტინო სივრცეში გაატარა, სახლში გაშვებიდან ორი დღის შემდეგ, კორონავირუსი დაუდგინდა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ნინოწმინდიდან გადაიყვანა, სადაც განმეორებითი კვლევის შემდედ ინფექცია დადასტურდა.

მამაკაცმა სოფელ ყაურმაში დაახლოებით ორი დღე დაჰყო, ამ პერიოდის განმავლობაში, სავარაუდოდ, კონტაქტი ჰქონდა თითქმის ყველა მცხოვრებთან.

ამ წუთებში ადგილობრივი ხელისულება შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით მსჯელობს და მითითებებს თბილისიდან ელოდება.

სოფელი ჯერჯერობით იზოლაციაში მოქცეული არ არის.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button