აშშ-ში სამართალდამცველებს რეზინის ტყვიების გამოყენება რამდენიმე ქალაქში მოუწიათ

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, თუ რა სერიოზული დაზიანებები მიიღეს აქციის მონაწილეებმა მხოლოდ რეზინის ტყვიების შედეგად, რასაც მოსახლეობის დიდი ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.

სიენენი იუწყება, 2017 წელს ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ რეზინის ტყვიით მიყენებული ტრავმების 3% ფატალურია, ხოლო შესწავლილი შემთხვევების 15%-ში რეზინის ტყვიით მიყენებული დაზიანება სამუდამოა.

როგორც ნიუ იორკის უნივერსიტეტის თვალის ტრავმის ექსპერტი, ექიმი დუგლას ლაზარო აცხადებს, რეზინის ტყვიების ხალხისკენ დამიზნება უგუნური და საშიში პრაქტიკაა.

„არავინ იცის, რამდენად ხშირად იყენებენ პოლიციელები რეზინის ტყვიებს, ან რამდენი ადამიანი ზარალდება ამით ყოველწლიურად“,- ამბობს ექიმი როჰინი ჰარი, კალიფორნიის უნივერსიტეტის ლექტორი. ჰარის განცხადებით, ბევრი დაზარალებული საავადმყოფოში არ მიდის და ამიტომ, რეალური სტატისტიკის შედგენა რთულია.

ამის ფონზე, აშშ-ის მოსახლეობის ნაწილი რეზინის ტყვიების გამოყენების აკრძალვას ითხოვს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button