კორპუსი, რომელიც ინფექციის გავრცელების რისკის ზონად ითვლება დაკეტილია – საკარანტინო ზონაში 23 ოჯახი იმყოფება

ე.წ. საბურთალოს კლასტერს კორონავირუსის 23 დადასტურებული შემთხვევა ჰყავს. ყველა მათგანის წყარო ერთი პირია – საუნივერსიტეტო კლინიკის მედდა, რომელიც ამავე კორპუსში სტუმრად იყო მისული. ადგილობრივების ნაწილი, რომლებიც მკაცრ საკარანტინო პირობებს გადაურჩა და თვითიზოლაციაში დარჩა, ახლა ეპიდემიოლოგების მითითებებს ასრულებს.
დაკეტილ  სადეზინფექციო სამუშაოები ეპიდემიოლოგებმა კორპუსის ჩაკეტვიდან სამი დღის შემდეგ ჩაატარეს.

სადარბაზოები და ეზოს მიმდებარე ტერიტორია სპეციალური ხსნარით დამუშავდა. პროცესს ესწრებოდა კორპუსის თავმჯდომარე, რომელმაც განაცხადა რომ თვითიზოლაციაში დარჩენილი ოჯახები მკაცრად იცავენ დაწესებულ რეკომენდაციებს, რჩებიან სახლში და ნათესავების დახმარებით საკვებ პროდუქტების მარაგს ივსებენ.

თავად ინფიცირებული მედდა, მესამე დღეა საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს. მისი დაინფიცირების წყარო, ამ დრომდე, უცნობია, თუმცა, ცნობილია მისი კონტაქტების რაოდენობა, რომელიც 100 ადამიანის აღემატება. ყველა მათგანი იდენტიფიცირებული და შემოწმებულია. მედდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დღეს დადასტურებულ 2 ახალ შემთხვევასაც უკავშირდებოდა. ორივე მათგანი მარნეულის სოფელ მარეთიდანაა. მათი კონტაქტები უკვე დადგენილია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button