2008 წლიდან არის ეს სადგური და შენობები მას შემდეგ აშენდა – ,,ეკო-გაზის” დირექტორი

„ეკო-გაზის“ დირექტორის, დავით ქუთათელაძის განცხადებით, სადგურზე მომხდარი შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ, კომპრესორის აფეთქება გახდა.

როგორც დავით ქუთათელაძე აცხადებს, ობიექტი ამაშუკელის ქუჩაზე 2008 წლიდან ფუნქციონირებს და რაიმე ტიპის შემთხვევა არასდროს მომხდარა. მისივე თქმით, მიმდინარეობს შესწავლა, რის შემდეგაც დადგინდება, თუ რა გახდა აფეთქების რეალური მიზეზი.

„შეისწავლიან მომხდარ ფაქტს. ზოგადად, აფეთქება ასე სპონტანურად არ ხდება, არც მომხდარა არასოდეს. შესაძლოა, კომპრესორი აფეთქდა, ახლა ვსწავლობთ ამას. დაუდევრობა თუ იყო, ამას კანონი დაადგენს, მაგრამ ვფიქრობ, კომპრესორი აფეთქდა. 2008 წლიდან არის ეს სადგური და შენობები მას შემდეგ აშენდა. ვიღაცები თუ საუბრობენ, რომ ეს აქ არ უნდა იყოს, საინტერესოა, ეს კორპუსები რატომ არის? დაუდევრობა თუ არის, 2020 წელს მოხდა? 12 წლის მერე? მანამდე არ მოხდებოდა დაუდევრობა?“ – განაცხადა „ეკო-გაზის“ დირექტორმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button