ძალადობაში გადაზრდილი მასობრივი პროტესტი – ჩართავს თუ არა ტრამპი პროცესში ეროვნულ გვარდიას

სროლა აშშ-ის ქალაქებში, დაჭრილი პოლიციელები, დაკავებული დემონსტრანტები, დარბეული ტაძარი და გაძარცვული მაღაზიები – ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება საპროტესტო მუხტის ჩაცხრობას და ვითარების კონტროლს ვერ ახერხებს.

მდგომარეობა სულ უფრო მძაფრდება და ყოველდღიურად იზრდება იმ ქალაქების რიცხვი, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების საქმეზე დაწყებულმა აქციებმა და გარდაცვალებამდე ნათქვამმა სიტყვებმა მოიცვა. თეთრ სახლთან უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ. 20-ზე მეტ შტატში ეროვნული გვარდიის 20 000 სამხედროა მობილიზებული.

განსაკუთრებით მძიმეა ვითარება ნიუ იორკში, სადაც აქციაზე ათასობით ადგილობრივი გავიდა. პროტესტის მონაწილეების მხრიდან ისევ გრძელდება ვანდალიზმისა და მოროდიორობის ფაქტები. ნიუ-იორკში არსებული რთული მდგომარეობიდან გამომდინარე, ქალაქში ერთკვირიანი კომენდანტის საათიც გამოაცხადეს.

ამერიკის 43 ქალაქში, ბოლო სამ დღეში 7200 ადამიანია დაკავებული. პარალელურად ტრამპი შტატების გუბერნატორებს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და მათ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, უფრო მკაცრი ზომების გატარებისკენ მოუწოდებს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button