ამაშუკელის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებულს სხეულის 25% აქვს დამწვარი – გუგა ქაშიბაძე

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, რომ თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია.

„პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. საერთო ჯამში, დაზიანებული აქვს სხეულის 25 პროცენტი, მეორე-მესამე ხარისხი, საეჭვოა სასუნთქი გზების თერმოინჰალაციური დაზიანება და ბაროტრავმა, რაც ამ აფეთქებას შეეძლო გამოეწვია. ჯერჯერობით მკურნალობას გააგრძელებს დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში. ჯერ რაიმეს გადაჭრით თქმა, ძალიან რთულია, რადგან 24 საათიც არ არის ტრავმიდან გასული. დამწვრობა გვაქვს სახეზე, ყელის მიდამოში, ორივე ზემო კიდური, ორივე ქვემო კიდური უბნობრივად. ყოველ შემთხვევაში, მას გაუმართლა, რადგან ასეთ აფეთქებას გაცილებით სერიოზული დაზიანებები მოჰყვება ხოლმე თან. პაციენტი ახალგაზრდა მამაკაცია, 48 წლის არის“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

შეგახსენებთ ძლიერი აფეთქება გუშინ ღამით მოხდა, დაშავდა ერთი ადამიანი. ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button