
საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში შეზღუდვების მოხსნის პარალელურად ინფიცირების შემთხვევებმა იმატა. კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 11-ით გაიზარდა და 794-ს შეადგენს.
stopcov.ge-ზე განახლებული ინფორმაციის მიხედვით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 19-ით გაიზარდა და 624 გახდა.
კარანტინის რეჟიმშია 2 494 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 301- პირი.
საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.