გიორგი გახარია – ,,ეს არის გლობალური გამოწვევა და მასთან გამარჯვება უნდა იზეიმოს მსოფლიომ ერთად”

მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერის ბრიფინგი ჩაინიშნა სადაც სიტყვის დასაწყისში გახარიამ ყველა პატარას ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა.

პრემიერ-მინისტრმა შეზღუდვების მოხსნის პარალელურად,  წესების განსაკუთრებულად დაცვაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ აუცილებელია ეკონომიკის გახსნა, რადგან ოჯახებმა აღიდგინონ ის შემოსავალი , რაც კორონავირუსის პანდემიამდე ჰქონდათ.

,,დღეიდან გაიხსნა მთავრობის გადაწყვეტილებით ბევრი ეკონომიკური საქმიანობა იხსნება. რეალურად ფაქტია ის რომ ეს ყველაფერი იწვევს ჩვენი მოქალაქეების მობილობის ზრდას, რაც ინფიცირების ზრდის რისკს ქმნის. ეს  რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო. მე მინდა ყველას კარგად გვესმოდეს რომ ვირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხები, ყველას გვესმის რომ ეს არის გლობალური გამოწვევა და მასთან გამარჯვება უნდა იზეიმოს მსოფლიომ ერთად.”

გახარიამ მოსახლეობას მოუწოდა რომ დაიცვან ელემენტარული წესები და ამასთან, მუდმივად ატარონ ნიღაბი.

,,მოგიწოდეთ ყველას, ყოველთვის ვატაროთ ნიღაბი. განსაკუთრებით მაშინ, როცა ვართ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მაშინ, როცა ვართ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ამას აქვს ,  უკიდურესად დიდი მნიშვნელობა. ეს არის ელემენტარული სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომელიც არის მარტივი და რომელიც შეგვიძლია ყველამ გავაკეთოთ,”- განაცხადა გახარიამ.

 

 

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button