ამირან გამყრელიძე – ,,ნუ შევიქმნით ილუზიას, რომ ჩვენ უკვე დავამარცხეთ კორონავირუსული ინფექცია და ზაფხულში ყველაფერი ნორმალურად იქნება, არ იქნება ასე”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შეფასებით, გლობალურად სიტუაცია ისევ დაძაბული რჩება. მსოფლიო მასშტაბით 6 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული 45%-ია გამოჯანმრთელების მაჩვენებელი და 6 % სიკვდილობა. დადებითი არის ის, რომ სიკვდილიანობა ოდნავ შემცირებულია, რადგან  7% -მდე იყო ასული.

,,მნიშვნელოვნად დაძაბულია მდგომარეობა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ოთხივე ქვეყანასთან სადაც ჩვენ პირდაპირი საზღვარი გვაქვს. მხედველობაში მაქვს რუსეთი,  თურქეთი სომხეთი და აზერბაიჯანი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზღვრები კარგად არის დაცული და თუ ვინმე შემოდის 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა უწევთ.

ყველას ამოვუწოდებ, რომ აუცილებლად ატაროთ ნიღაბი, მესმის რთულია სიცხეში. მე გავისეირნე ქუჩებში და ვნახე რომ სამწუხაროდ, ხალხიო არ იცავს რეკომენდაციას და არ უკეთიათ ნიღაბი.

ყველაზე მეტი მაინც არის დამოკიდებული ჩვენზე, ჩვენს სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე და ერთმანეთის მიმართ სოლიდარობაზე. რომ არ შევუწყოთ ხელი ინფექციის გავრცელებას.  ნუ შევიქმნით  ილუზიას, რომ ჩვენ უკვე დავამარცხეთ კორონავირუსული ინფექცია და ზაფხულში ყველაფერი ნორმალურად იქნება, არ იქნება ასე,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button