მარინა ეზუგბაია: საქართველოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში ინფიცირების შემთხვევებმა კვლავ იმატა. სპეციალისტების აზრით, პროცესი შეზღუდვების შემსუბუქების თანმდევია.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 პაციენტი.

“დაგვემატა 26 ახალი დადასტურებული შემთხვევა და გვაქვს 793 დადასტურებული შემთხვევა. განკურნებულებს მიემატა მხოლოდ 5 და გახდა 605. ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში მკურნალობს 166 პაციენტი. გამოჯანმრთელებულების რიცხვი 77%-ზე მეტია, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button