კორონავირუსის პირველი შემთხვევა კახეთში – ინფიცირებული მძღოლია, რომელიც საერთაშორისო გადაზიდვებს ასრულებდა

მძღოლს, რომელიც საერთაშორისო გადაზიდვებს ასრულებდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ბოლო მგზავრობა მან რუსეთიდან შეასრულა. გზად აიყვანა მგზავრი, რომელსაც მოგვიანებით ინფექცია დაუდასტურდა.

სწორედ ამ ინფიცირებულის კონტაქტებს გაყვნენ ეპიდემიოლოგები, რის შემდეგაც მძღოლი იზოლაციაში იყო. ინფიცირებული დედოფლისწყაროს მკვიდრია. მასთან შემხებლობაში მყოფი სხვა მძღოლები კარანტინში არიან გადაყვანილი. მოკვლეულია სხვა კონტაქტებიც და ეპიდემიოლოგებმა შესაბამისი ზომები უკვე მიიღეს.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე 10 პირია მოძიებული, ვისაც ინფიცირებულ მძღოლს პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა. სამი მათგანი ოჯახის წევრია.

22 მაისს მძღოლი ლარსის სასაზღვრო პუნქტის გავლით შემოვიდა, საზღვარზე შემოწმების შედეგად მძღოლს ტემპერატურა დაუფიქსირდა. ტესტირების ჩატარების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button