ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

​ბოლნისის მერიის ინფორმაციით, ახალ შემთხვევებს შორის 17 მუშევანიდანა, ხოლო ერთი შემთხვევა სამედიცინო პერსონალს უკავშირდება.

მუშევანში მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს. სულ სოფელში 574 საკვლევი მასალა იყო აღებული. საერთო ჯამში, ბოლო ორ დღეში 20 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

მუშევანი და გეტა კვლავ ჩაკეტილია.

ბოლო მონაცმებით, მუშევანში დადასტურებულია კორონავირუსის 73 შემთხვევა. რაც შეეხებაზოგადად მუნიციპალიტეტს, ჯამში დადსტურებულია 183 შემთხვევა, სამი პაციენტი გარდაიცვალა,  83 გამოჯანმრთელდა

თეგები
მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button