აშშ-ის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციების გამო კომენდანტის საათი გამოცხადდა

ჩიკაგოში აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმს ქვები დაუშინეს. პოლიციამ 108 პირი დააკავა.

ფილადელფიაში სულ მცირე 13 ოფიცერი დაშავდა, პოლიციის ოთხ ავტომობილს კი, ცეცხლი წაუკიდეს.

სოლთ ლეიქ სითიში კომენდანტის საათის მიუხედავად საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც მალევე არეულობაში გადაიზარდა. პოლიციამ ექვსი პირი დააკავა, დაშავებულია ერთი ოფიცერი, რომელსაც ბეისბოლის კეტი ჩაარტყეს თავში, დამწვარია ორი ავტომობილი.

რეზინის ტყვიების საშუალებით დაარბიეს დემონსტრაციის მონაწილეები ლოს ანჯელესში, რომელთაც პოლიციის ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს.

ხალხმრავლობა იყო თეთრ სახლთანაც, სადაც უსაფრთხოების მიზნით ეროვნული გვარდიის მობილიზება გამოცხადდა.

ატლანტაში დემონსტრაციის მონაწილეებმა შენობები დაარბიეს, რის გამოც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

რაც შეეხება თავად მინიაპოლისს, საიდანაც საპროტესტო აქციები დაიწყო, აქ 20:00 საათიდან კომენდანტის რეჟიმი გამოცხადდა, მობილიზებულია შეიარაღებული ძალები და ეროვნული გვარდია. კომენდანტი საათი ამოქმედდა ატლანტაში, ლოს ანჯელესში, ფილადელფიაში, პორტლანდსა და ლუისვილშიც.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯორჯ ფლოიდის სიკვდილმა ამერიკელები ბრაზითა და დარდით მოიცვა.

„მე თქვენს წინ ვდგავარ როგორც მეგობარი და მოკავშირე ყველა ამერიკელისთვის ვინც მშვიდობისკენ მიისწრაფის“, – განაცხადა ტრამპმა. პრეზიდენტმა დაგმო „მოროდიორები და ანარქისტები“ და ჯორჯ ფლოიდის ხსოვნის მიმართ უპატივცემულობაში დასდო ბრალი. „არ დავუშვებ, განრისხებული ბრბოს დომინირებას, ეს არ მოხდება“ – განაცხადა ტრამპმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button