ტეხასში, ბოკა ჩიკას პოლიგონზე, ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შექმნილი რაკეტა Starship-ი აფეთქდა. ინფორმაციას ამის შესახებ Cbsnews-ი ავრცელებს.
აფეთქება ძრავის ჩართვიდან 2 წუთში მოხდა. რაკეტა და დამხმარე გამშვები ინფრასტრუქტურა განადგურდა, მსხვერლი არ არის.
სავარაუდოდ, ეს ინციდენტი ხელს არ შეუშლის 30 მაისს ფლორიდადან დაგემილ გაფრენას, რომლის ფარგლებშიც ილონ მასკის SpaceX-ის მეორე მოდელმა, Falcon 9, ორი ასტრონავტი კოსმოსში უნდა გაიყვანოს. ეს ორი რაკეტა სხვადასხვა დანიშნულებისაა და იდენტური ტექნოლოგიები არ აქვთ.