,,კორპუსის კარანტინში მოქცევა წარმოუდგენელია, არ არის ასე” – მარინა ეზუგბაია

კორპუსი, სადაც ერთ ოჯახში ,,კოვიდ-19″-ით 7  ადამიანი დაინფიცირდა, საბურთალოზე მდებარეობს.

არსებული ინფორმაციით, ინფიცირებულთა კონტაქტები მასშტაბურია. ოჯახის ერთ-ერთი წევრი ექთანია და ინფიცირების წყარო სავარაუდოდ სწორედ ის გახდა. დაინფიცირებულია ქალის მამა, ბებია, მამიდა, ბიძა, და და დისშვილი.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორმა მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ კორპუსი კარანტინში არ არის მოქცეული, მოსახლეობას მხოლოდ სიფრთხილისა და თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცა და ეს არ ნიშნავს კარანტინს.

“არაფერს არ ვიტყვი, კვლევა გრძელდება. სიახლე ხომ არაა, რომ დადასტურებული შემთხვევების კონტაქტების კვლევა ხდება? თუ კლინიკა გამოვლინდება მანამდე ხდება კვლევა, თუ არა, ინკუბაციის პერიოდის ჩამთავრებისას ყველა პაციენტის კვლევა ხდება, ეს არის ჩვეულებრივი, კანონზომიერი პროცესი და ამ ჩვეულებრივ კანონზომიერ პროცესს ნუ მისცემთ რაღაცა სახეს. ადამიანებს რომ რეკომენდაციას აძლევ, რომ მეტნაკლებად შეიზღუდონ თავი და გარკვეულწილად თვითიზოლაციაში იყვნენ, ეს არ ნიშნავს, რომ კარანტინია, კორპუსის კარანტინში მოქცევა, კიდევ ალბათ წარმოუდგნელია, არ არის ასე,”- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button