ერთ ოჯახში 7 ინფიცირებულის პირველწყარო მედიკოსია – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ე.წ საბურთალოს კლასტერის შესახებ ისაუბრა. დღეს დადასტურებული 11 ახალი შემთხვევიდან 7 ერთი ოჯახის წევრია, დანარჩენი 4 კი, მათთან დაახლოვებული პირი.

ინფიცირების წყარო სავარაუდოდ მედიკოსი იყო, რომლისგანაც კორონავირუსი ოჯახის წევრებს გადაედოთ. გამყრელიძის თქმით მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა და მათი რიცხვი სავარაუდოდ 50-მდეა.

“არის ერთი ოჯახი და ოჯახთან ძალიან ახლო კონტაქტები, ინფიცირების პირველადი წყარო, როგორც ვფიქრობთ, უნდა იყოს ჩემი კოლეგა და შემდგომ იქიდან გავრცელებული ოჯახში და ოჯახის ახლო კონტაქტებში.

ხაზს ვუსვამ, მიმდინარეობს კვლევა, დღესაც ჩვენი ჯგუფი იქ გასულია იღებენ დამატებით კიდევ ბიოლოგიურ ნიმუშებს და ჩაღრმავებული კვლევები გაგრძელდება, პირველი შემთხვევა გამოვლინდა გუშინ წინ და მათ კონტაქტებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ თვითიზოლაციაში ყოფილიყვნენ.”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით, გამყრელიძეს არ დაუსახელებია, რომელ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა ინფიცირების სავარაუდო წყარო მედიკოსი. მისი თქმით, სამუშაო ადგილზე შესაბამისი ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები ტარდება, თუმცა იქ კარანტინის აუცილებლობა არა არის.

გამყრელიძის თქმით, პანიკის საფუძველი არ არის, რადან შეზღუდვების შემსუბუქების პერიოდში მსგავსი შემთხვევები სხვა ქვეყნებშიც მოხდა და არც საქართველოა გამონაკლისი. ინფიცირებულთა კონტაქტების ღრმა ეპიდემიოლოგიური მკურნალობა მიმდინარეობს და მათ საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button