მთავარი🦠COVID19მარნეულში მძღოლმა მგზავრებს პირბადეები ათხოვა და ჩასვლისას უკან დააბრუნებინა

მარნეულში მძღოლმა მგზავრებს პირბადეები ათხოვა და ჩასვლისას უკან დააბრუნებინა

მარნეულში მძღოლმა მგზავრებს პირბადეები ათხოვა და ჩასვლისას უკან დააბრუნებინა. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო მარნეული“ ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, მძღოლმა რამდენიმე ადამიანს პირბადე დაურიგა, ჩასვლისას კი უკან დაბრუნება მოსთხოვა. სავარაუდოდ, მძღოლი ამ პირბადეებს შემდეგი მგზავრებისთვის გამოიყენებდა.

„მეხუთე სკოლის წინ რომ გაჩერებაა, იქ სამარშრუტო ტაქსში ვიჯექი. მძღოლმა ორ მგზავრს სთხოვა, რომ პირბადეები უკან დაებრუნებინათ, მათაც დააბრუნეს. მაშინვე მივეცი მძღოლს შენიშვნა, თუ რატომ აკეთებდა ამას და მან მიპასუხა, რომ კლიენტები რომ არ დაეკარგა, მოუწია პირბადეების თხოვება“, – თქვა „რადიო მარნეულთან“ საუბრისას ერთ-ერთმა რესპონდენტმა.

შპს „ექსპრეს ტურისტის“ დირექტორი იური სამხარაძე ფაქტი ადასტურებს და ამბობს, რომ მძღოლებს გაფრთხილება უკვე მისცა.

მარნეულში საჯარო ტრანსპორტის მუშაობა 29 მაისს განახლდა. მგზავრებისთვის პირბადეების ტარება სავალდებულოა. აკრძალულია მგზავრების ფეხზე დგომა, მგზავრთა გადაყვანა სავარძლების რაოდენობაზეა დამოკიდებული

 

პოპულარული სიახლეები