“დღეს ჩვენ ვწყვეტთ ჩვენს ურთიერთობებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან” – დონალდ ტრამპი

აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობას წყვეტს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი გადაწყვეტილებით, აშშ-მა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის განკუთვნილი თანხა სხვა ორგანიზაციებში გადაამისამართა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გლობალურ ჯანდაცვაზე.

“დღეს ჩვენ ვწყვეტთ ჩვენს ურთიერთობებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან,” – განაცხადა აშშ-ის ლიდერმა.

ასევე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთის ხელისუფლება კორონავირუსის გლობალური პანდემიის პროვოცირებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა, რასაც მისი თქმით, 100 ათასზე მეტი ამერიკელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთმა ვირუსთან დაკავშირებით მსოფლიოს შეცდომაში შესაყვანად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე მოახდინა ზეწოლა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button