უზენაესმა სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩია

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატურის ვინაობა ცნობილია. ვასილ როინიშვილი უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა. როინიშვილს უფლებამოსილების ვადა რამდენიმე თვის წინ ამოეწურა.

ვასილ როინიშვილი პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად იყო წარდგენილი. პროცედურის თანახმად, თუკი მას აირჩევს პლენუმი, მან უნდა დაწეროს განცხადება და მოხსნას საკუთარი კანდიდატურა უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის შესახებ.

“ვფიქრობ, ჩემს მოკრძალებულ წვლილს შევიტან საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირებაში. ყოველ შემთხვევაში, შევეცდები”, – განუცხადა როინიშვილმა ჟურნალისტებს.

იგი არ იზიარებს არასამთავრობო სექტორის ბრალდებას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნის პროცესის გამჭვირვალეობასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ მისი კანდიდატურის შესახებ პლენუმის წევრებმა იცოდნენ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button