პარიზში ლუვრის მუზეუმი 6 ივლისიდან გაიხსნება

„ბიბისის“ ინფორმაციით, ლუვრის მუზეუმი ვიზიტორებს 6 ივლისიდან მიიღებს. ამის შესახებ, თავად  ადმინისტრაციის განცხადებაშიც არის ნათქვამი, რომელიც მუზეუმის ვებგვერდზეა განთავსებული.

განცხადების თანახმად, მუზეუმში ინერგება ახალი სისტემა, რომელიც ვიზიტორების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მუზეუმის განცხადებით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ზომები დაცული იქნება და ვიზიტორებს ბილეთის დაჯავშნა წინასწარ მოუწევთ.

„ვერაფერი შეედრება ხელოვნების ნიმუშთან რეალური შეხვედრის ემოციას, რაც არის მუზეუმების არსებობის მიზეზი“, – ნათქვამია განცხადებაში.

საფრანგეთის მთავრობის დადგენილებით, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ფარგლებში, ქვეყანაში მუზეუმები და ძეგლები 2 ივნისიდან გაიხსნება.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button