დარწმუნებული ვარ ჩვენი მოქალაქეების სიბრძნესა და თანადგომაში, მათი გადაწყვეტილებით, შემდგომი პარლამენტი ბევრად უფრო ხარისხიანი, შინაარსობრივი და კომპეტენტური იქნება – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენის შემდეგ შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდა.

„დღეს ადამიანები გვთავაზობენ გრძელვადიანი ინსტრუმენტების, სახელმწიფო რესურსების ამოღებასა და დახარჯვას. აღარ მინდა ამ საპენსიო ფონდზე და რეფორმაზე საუბარი, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საპენსიო ფონდი არის მოხუცებულობაში ჩვენი მოქალაქეების სოციალური გარანტია, რომელიც თურმე დღეს უნდა დავხარჯოთ. ეს ყველაფერი ხდება ისე, თითქოს ეს იყოს ბავშვებზე, ქვეყანაზე, გადასახადებზე, მეწარმეებზე და სოციალურად დაუცველებზე ზრუნვა“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქართველი ხალხის მხარდაჭერაში დარწმუნებულია და ფიქრობს, რომ შემდეგი პარლამენტი ბევრად უფრო ხარისხიანი, შინაარსობრივი და უფრო კომპეტენტური იქნება.

„რაც დღეს აქ ხდებოდა, როდესაც ადამიანები, შინაარსობრივი ოპონირების ნაცვლად, იქცევიან როგორც ინსტიქტებით მართული, ემოციებით, გაბრაზებული, ხელების ქნევით, ყვირილით და ა.შ. შემდეგ ამ ყველაფერს ეძახიან ევროპულ, შინაარსობრივ ოპონირებას, სამწუხაროდ, ეს ის პირობებია, რა პირობებშიც, როგორც ჩანს, ჩვენ უახლოესი ექვსი თვე მოგვიწევს მუშაობა,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button