,,ჯალალედინი რომ მოვიდეს და ანგრევდეს ეკლესიას, ჩვენ ვიქნებით ცუდი და ის გამოვა კარგი” – მეუფე იაკობი

ეკლესიებისთვის ტყეების გადაცემის საკითხზე მეუფე იაკობი აცხადებს, რომ თუ კი საჭირო გახდება, ეკლესია ტყეს ისევ სახელმწიფოს დაუბრუნებს.

“ოღონდ ჩვენი მხარე არ დაიჭიროთ და ნებისმიერს დაუჭერთ მხარს. ჯალალედინი, რომ მოვიდეს და ანგრევდეს ეკლესიას, ჩვენ ვიქნებით ცუდი და ის გამოვა კარგი. თუ შეიძლება ვიღაც უცხოეთიდან ჩამოსულს, შაჰ აბასის შვილთაშვილებს მიყიდოთ, რატომ არ შეიძლება ეკლესიას ჰქონდეს. რამე პროტესტის გრძნობა გქონდათ მაშინ, ჩინელებმა, რომ გაგვიჩეხეს მთლიანად ტყეები? რა ნახა და რა მოიგო საქართველომ ამით. ვიღაც ჩინოვნიკების ჯიბეში წავიდა ეს ფული. შევარდნაძის დროს, მხედრიონი და პოლიცია კურირებდა ხე-ტყეს და სააკაშვილის დროს ბატონი მერაბიშვილი. პასუხი ვისზეც გაქვთ მოსათხოვი იმათ მოსთხოვეთ. ეკლესიამ ვის რა მისცა და მიყიდა,”- აცხადებს ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი.

პარლამენტმა ტყის კოდექსში ცვლილებები ორი კვირის წინ დაამტკიცა. ახალი კანონმდებლობით, ეკლესია-მონასტრებს მათ გარშემო 20 ჰექტარი მიწის გადაფორმება შეუძლიათ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button