კალიების შემოსევის გამო ინდოეთში ნათესები 50 ათას ჰექტარ ფართობზე განადგურდა

კალიების შემოსევის გამო ინდოეთში ნათესები 50 ათას ჰექტარ ფართობზე განადგურდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კალიების შემოსევა ინდოეთში საკვების წარმოების კლებას და ფასების ზრდას გამოიწვევს, რაც თავის მხრივ ხელს შეუშლის ქვეყანას ეფექტურად გაუმკლავდეს პანდემიას. რაჯასტანის და მადჰია-პრადეშის ტერიტორიაზე ათეულობით მილიონი მწერისგან შემდგარი 8 გუნდი მოქმედებს, თითოეული დაახლოებით 1 კვადრატული კილომეტრის სიდიდის. სიტუაციას ართულებს პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემებიც.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button