გიორგი გახარია – პირველი ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები

ქვეყანაში ინფექციის, პანდემიის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს, ეს არის ჩვენი საზოგადოებასთან ერთობლივი შრომის შედეგი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, ორშაბათიდან, პირველი ივნისიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია ტიპის მაღაზია, მათ შორის, მოლები. ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობა და ღია სივრცის მქონე რესტორნები.

8 ივნისიდან, აგრეთვე, გაიხსნება სასტუმროები, თუმცა მხოლოდ ის სასტუმროები, რომელთაც კონკრეტულად გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნებათ ამაზე კონკრეტული სახის ნებართვა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button