,,არსებობს ვიდეოკადრები, სადაც ბასილაშვილი ფიზიკურად ძალადობს”- ანა აბაშიძე

“ღამის კურიერის” ეთერში ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ნეკა დოროყაშვილის გახმაურებულ საქმეზე მათმა უფლებადამცველებმა ისაუბრეს.

სპორტსმენის ადვოკატი ირმა ჭკადუა ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, სწორედ მეუღლის მხრიდან იყო ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი და რომ ბასილაშვილი ,,წყაროს წყალივით წმინდაა” ამ საქმეში.

ნეკა დოროყაშვილის უფლებადამცველმა, ანა აბაშიძემ კომენტარი გააკეთა ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის მიერ ზემოთ ხსერნებულ შედარებაზე:

“ანკარა წყალივითააო, საქართველოში წყალს როგორი ხარისხი აქვს კი ვიცით, ასეთი ხარისხი აქვს ამ საქმესაც, საკმაოდ დაბინძურებულია. გულწრფელად გეუბნებით ყველას, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ენაზე იკბენს, ადრე თუ გვიან ყველა მტკიცებულება გახდება ცნობილი, პირველ რიგში სასამართლოსთვის, სასამართლოს მონიტორინგს გავაკეთებთ ჩვენ და იმედი მაქვს სახალხო დამცველიც და თუ ვინმეს რაღაცა ეჭვი მაინც აქვს დღეს, რომ პროვოკატორია ადამიანი, ის ნახავს ვიდეოკადრებს, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, სადაც ბატონი ბასილაშვილი ფიზიკურად ძალადობს, ასეთი ვიდეოკადრები არსებობს,” – განაცხადა ანა აბაშიძემ.

მისივე თქმით, ეს კადრები აჩვენებს იმას, რომ ბასილაშვილი არა ერთხელ, არამედ სისტემატურად ძალადობდა. მისი თქმით, ასევე არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ანგრევს მითს ნიკოლოზ ბასილაშვილის სიმშვიდეზე და გაწონასწორებულობაზე.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button