ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „კოვიდ-19“-ის შესაძლო სამკურნალო პრეპარატის ცდებიდან „ჰიდროქსიქლოროქინი“ დროებით ამოიღო

ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  „კოვიდ-19“-ის შესაძლო სამკურნალო პრეპარატის ცდებიდან „ჰიდროქსიქლოროქინი,“ უსაფრთხოების მიზნით დროებით ამოიღო. ინფორმაციას „ბიბისი“  ავრცელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება ორგანიზაციამ სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებული კვლევის შემდეგ მიიღო, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული პრეპარატით მკურნალობას სარგებელი არ მოჰქონდა.

„ლანცეტის“ კვლევაში 96 000 პაციენტი მონაწილეობდა, მათგან 15 ათასს „ჰიქდროქსიქლოროქინს“ სხვა პრეპარატთან ერთად ან მის გარეშე აძლევდნენ. კვლევის მიხედვით, საავადმყოფოებში მყოფი ადამიანები, რომლებიც პრეპარატს იღებდნენ, გულის პრობლემებით უფრო მეტად იღუპებოდნენ, ვიდრე სხვა პაციენტები.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button