პლაზმით მკურნალობამ დადებითი შედეგი გამოიღო – 80 წელს გადაცილებული ქალბატონის მდგომარეობა კეთილსაიმედოა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში მყოფი სამი მძიმე პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდება. მათგან ერთ-ერთი 80 წლის კრიტიკული პაციენტია, რომელთანაც ეზუგბაიას თქმით, პლაზმით მკურნალობამ დადებითი შედეგი აჩვენა და ქალბატონის მდგომარეობა დინამიკაში უმჯობესდება.

“3 მძიმე პაციენტი გვყავს, რომელთა მდგომარეობა დინამიკაში უმჯობესდება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია დასტაბილურებულია. დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა, პირიქით, გარკვეულწილად, ლაბორატორიული მონაცემებით, დინამიკა გაუმჯობესებულია და პროგნოზი სამივე პაციენტთან კეთილსაიმედო უნდა იყოს.

მათგან ერთ-ერთ პაციენტს, ვისი ასაკიც 80 წელზე მეტია, ჩაუტარდა დიალიზი. ეს ის კრიტიკული პაციენტია, რომელთანაც ჩატარდა ყველა შესაძლო სიახლე მკურნალობაში, რომელმაც ძალიან კარგი შედეგი გამოიღო და 80 წელს გადაცილებული ქალბატონის პროგნოზი კეთილსაიმედოა. გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმით მკურნალობაზეა ლაპარაკი,”- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button