გორში 28 წლის ქალის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო

გორში 28 წლის ქალი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, მიზეზს პოლიცია არკვევს.

ახლობლების ვარაუდით, მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვლილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, სხეულზე და სახეზე არსებული დაზიანებებიდან გამომდინარე ფიქრობენ, რომ ქალი მოკლულია, რადგან აღნიშნულ დაზიანებებს თავად არ მიიყენებდა.

ოჯახის წევრებს ეჭვი გარდაცვლილის მეუღლეზე აქვთ, რადგან მამაკაცი ხშირად იყო არაფხიზელ მდგომარეობაში.

,,ფაქტია, რომ ეტყობა ძალადობა. ალბათ დაარტყა. ნასვამი იყო, რა ვიცი, ეწევა ის ბიჭი რაღაცეებს, რა ჭკუაზე იყო ის ბიჭი ვინ დაინახა. რა თქმა უნდა, ყველა ქმარს ვადანაშაულებთ. ეტყობა სცემა, ეტყობა ფული უნდოდა, არც ძვირფასეულობა ჩანს,”- აცხადებენ ოჯახის ახლობლები.

ქალს 4 წლის შვილი დარჩა.

გამოძიება სსკ-ის115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თუმცა, ოჯახი საგამოძიებო უწყებას საქმის გადაკვალიფიცირებასა და დამნაშავის დასჯას სთხოვს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button