,,გავუფრთხილდებით ამ ტყეს, მოვუვლით და მომავალ თაობას გადავცემთ, სხვა არანაირი დანიშნულება არ ექნება“- მიტროპოლიტი გერასიმე

პარლამენტმა მესამე მოსმენით „ტყის კოდექსის” კანონპროექტი დაამტკიცა. როგორც ცნობილია, აღნიშნული კანონი ეკლესია-მონასტრებისთვის ტყის გარკვეული მასივების გადაცემასაც ითვალისწინებს.

ზუგდიდისა და ცაიშის, ავსტრიისა და გერმანიის მიტროპოლიტმა გერასიმე შარაშენიძე აცხადებს, რომ სამთავრობო სტრუქტურებში შეიქმნება კომისია და ის განიხილავს, რომელ ეპარქიას, რამდენ ტყის მასივს მისცემენ.

„ჯერ არავისთვის არაფერი არ მიუციათ, ეს კანონი არის და უნდა განიხილონ ვის მისცემენ, რამდენს მისცემენ. ეს უნდა განიხილოს შესაბამისმა კომისისამ, რომელიც სამთავრობო სტრუქტურებში შეიქმნება. ჩვენ ვთქვით, რომ გავუფრთხილდებით ამ ტყეს, მოვუვლით და მომავალ თაობას გადავცემთ. სხვა არანაირი დანიშნულება არ ექნება“, – განაცხადა მეუფე გერასიმემ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button