საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გაუქმდა

23 მაისის 00:00 საათიდან საქართველოში მოიხსნა საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი, რომელიც ქვეყანაში 21 მარტს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ამოქმედდა.

საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 22 მაისის ჩათვლით იყო ძალაში, შესაბამისად, კომენდანტის საათიც, რომელიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში ვრცელდებოდა, 23 მაისის დადგომისთანავე აღარ მოქმედებს.

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button