მუშევანსა და გეტაში არსებულ რთულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, გიორგი გახარიამ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში – მუშევანსა და გეტაში არსებულ რთულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას განიხილეს ის სამედიცინო ღონისძიებები, რომელსაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები აღნიშნულ ორ სოფელში ახორციელებენ. მათ შორის, მიმდინარეობს მოსახლეობის აქტიური თერმოსკრინინგი და ტესტირება.

შეხვედრაში ვიდეოკონფერენცის მეშვეობით მონაწილეობდა ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რომელმაც ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებული ვითარების შესახებ პრემიერ-მინისტრს ბოლო ინფორმაცია მიაწოდა.

აღინიშნა, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და მკაცრი საკარანტინო რეჟიმით ჩაკეტილ სოფლებთან მიმართებაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, შესაბამის გადაწყვეტილებებს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე მიიღებს.

სპეციალისტები აღნიშნულ ორ სოფელში არსებულ მდგომარეობას, მძიმედ აფასებენ.

“მოგეხსენებათ, ბოლნისის რაიონში არის 2 სოფელი, სადაც არსებული სიტუაცია, თუ გადავიანგარიშებთ მოსახლეობის რაოდენობაზე, იქ იტალია ხდება დაახლოებით. სხვათაშორის, ტესტირების მაჩვენებელიც ამ რეგიონში, არ ჩამოუვარდება გერმანიის მაჩვენებელს. ახლა მსჯელობა იყო იმაზე, თუ როგორ უნდა მოხერხდეს აქ სიტუაციის კონტროლი, მითუმეტეს როცა საგანგებო სიტუაცია გაუქმდება, მერე რა გზებით და რა საშუალებებით უნდა მოხერხდეს ამ ორ სოფელში კონტროლი,”- განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის მოადგილე – პაატა იმნაძემ.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button