ავტომობილში სამ ადამიანზე მეტი რაოდენობის შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებზე იმოქმედებს

მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის დროს ამოქმედებული შეზღუდვა, რომელიც ერთ ავტომობილში სამზე მეტი ადამიანის ყოფნას კრძალავს, ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე  იხსნება და მხოლოდ ტაქსებზე იმოქმედებს.

„ჩვენ დღეს ვაცხადებთ, რომ ქვეყანა მზად არის, გადადგას ნაბიჯი და გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა, რაც ნიშნავს პარალელურად იმას, რომ გაუქმდება კომენდანტის საათი და ამას მოყვება გარკვეული შემსუბუქებები. ჩვენ ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კარგად ცნობილი შეზღუდვა, ერთ ავტომობილში სამი ადამიანის რაოდენობით, გავრცელდება მხოლოდ ტაქსებზე, სხვა ყველა საავტომობილო საშუალებებში კი, გაუქმდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button