ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ამუშავდება – ირაკლი ჩიქოვანი

მთავრობის გადაწყვეტილებით კომენდანტის საათი და საგანგებო მდგომარეობა არ გაგრძელდება. როგორც პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ამუშავდება.

“ტრანსპორტი არის საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი ასპექტი. მთავრობამ ეს კონკრეტული ღონისძიება არ დაუკავშირა გახსნის არცერთ ეტაპს, რადგან ეს დაკავშირებული იქნება ეპიდმდგომარეობასთან და ეპიდემიოლოგებთან ერთად მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას.
ხვალიდან ტრანსპორტი არ ამუშავდება,” – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ტრანსპორტთან დაკავშირებით სხვა შეზღუდვებიც შენარჩუნება, რაც სავარაუდოდ ავტომობილში 3-ზე მეტი ადამიანის შეზღუდვას გულისხმობს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button