მსოფლიოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 106 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში დაინფიცირებულების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება.

,,მსოფლიოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 106 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც, პანდემიის გავრცელების დროიდან დღემდე ერთი დღე-ღამის მანძილზე გამოვლენილი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 5 მილიონ 100 000-ს აჭარბებს, გარდაცვლილთა რაოდენობა 330 000-მდეა, ხოლო 2 მილიონზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button