საქართველოს მთავრობა მზადაა, პარლამენტში მივიდეს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე

გიორგი გახარიას თქმით, საგანგებო მდგომარეობა ითვალისწინებს გარკვეულ ანგარიშვალდებულებებს მთავრობის მხრიდან.

„ყველას გვესმის, რომ ქვეყანა 31 მარტიდან 22 მაისამდე ცხოვრობდა საგანგებო მდგომარეობის პირობებში. საგანგებო მდგომარეობა ითვალისწინებს გარკვეულ ანგარიშვალდებულებებს მთავრობის მხრიდან.

ჩვენ გვესმის, რომ საზოგადოებაში არის შეკითხვები მთავრობის მოქმედების შესახებ სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც საბოლოო ჯამში ეხება იმას, თუ როგორ მართავდა მთავრობა ქვეყანას ამ ორი თვის განმავლობაში. შესაბამისად, მზად ვართ, რომ ეს განმარტებები გავაკეთოთ პარლამენტის ტრიბუნიდან. მე უკვე გავუგზავნე წერილი პარლამენტს, რომ საქართველოს მთვრობა მზადაა, მივიდეს პარლამენტში და ყველა აქტუალურ შეკითხვას გასცეს პასუხი. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა, ვინც ვიყავით ჩართული ამ პროცესში, მივალთ პარლამენტში და მთავრობის წინაშე არსებულ ყველა შეკითხვას გავცემთ პასუხს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button