მზიანი ბათუმი პირველი ქალაქია, სადაც საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ჩართულობით, 13 საჯარო სკოლას მზის ელექტროსადგურები დაუმონტაჟდება

სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა” და ლიეტუვური კომპანია შპს ,,Via Solis”-ის პარტნიორობით შემუშავებულმა პროექტმა ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს მიერ გამოყოფილი გრანტი მოიპოვა.

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის, ჯუბო ტურაშვილის განცხადებით, მზის მიკრო ელექტროსადგურების პროექტი სრულად შეესაბამება გაეროს დღის წესრიგის მე-13 მიზანს, რაც ითვალისწინებს კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარებას.

ასევე, თანხვედრაშია ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების კლიმატის ცვლილების შერბილების ვალდებულებასთან, რაც მდგრადი განახლებადი წყაროებიდან ენერგიის მოპოვებას, ენერგოეფექტური პროდუქტებისა და მომსახურების მხარდაჭერას გულისხმობს.

ჯუბო ტურაშვილის თქმით მზის ელექტროსადგურების პროექტის განხორციელებით სკოლებს მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ ელექტროენერგიის გადასახადი.

ასევე, პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს, პერსონალს და ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება მიეცემათ მეტად შეიცნონ განახლებადი ენერგიის რესურსების სპეციფიკა და შეაფასონ მისი პირდაპირი დადებითი ეფექტები.

(Newsplus.ge)

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button