,,გოიმურად გამოიყურებიან, გოიმურად იქცევიან და ამ გოიმობის გამო მიიღებენ პასუხს საზოგადოებისგან”- ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე ოპოზიციის ქმედებებს გოიმურს უწოდებს და აცხადებს, რომ მათ ამ გოიმობისთვის საზოგადოება გასცემს პასუხს. კობახიძემ ასევე აღნიშნა რომ საქართველოში ის ეპოქა,  როდესაც კრიმინალები პოლიტიკაში რჩებიან, უნდა დასრულდეს.

„ძალიან მარტივად არის ყველაფერი. გოიმურად გამოიყურებიან, გოიმურად იქცევიან, შესაბამისად, მეტი არაფერი არ არის გოიმობა და ამ გოიმობის გამო ისინი მიიღებენ პასუხს საზოგადოებისგან. გოიმობა, მგონი, ყველამ კარგად იცის, რას ნიშნავს და ამას განმარტება არ სჭირდება. მგონი, საქართველოში არ არის ადამიანი, ვინც არ იცის, რა არის გოიმობა და ასევე საზოგადოებამ იცის, რას ნიშნავს გოიმური ქცევა, გოიმური საუბარი. ეს ყველაფერი ვნახეთ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში რამდენიმე დღის წინ. პოლარიზებას უწყობს ხელს ერთადერთი რამ – კრიმინალები პოლიტიკაში. ბუნებრივია, ეს ეპოქა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს, როდესაც რჩებიან კრიმინალები პოლიტიკაში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. გიგა ბოკერია არის ნომერ პირველი გოიმი ამ გოიმების სპექტრში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button