მთავარიკულტურაჩემი შემოქმედება სამაჩაბლოს და მამას დავუკაშირე, მას ვაზი ძალიან უყვარდა - ფატი...

ჩემი შემოქმედება სამაჩაბლოს და მამას დავუკაშირე, მას ვაზი ძალიან უყვარდა – ფატი კახნიაშვილი პერსონა 2020 – ის ტიტულს მიღებს

წელს უკვე მეექვსედ სფეროს განვითარებასა და ხელშეწყობისთვის საქართელოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა გაიმართება, პროექტის 21 კაციანი საკოორდინაციო საბჭო ტრადიციულად პერსონას ტიტულს წელსაც 50 ჩვენი ქვეყნის წარმატებულადამიანს მიანიჭებს. პროექტის იდეის ავტორი ჟურნალისტი იოსებ კავკავაშვილი გახლავთ, პროექტის ფარგლებში სხვადახვა წლებში დაჯილდოებულები არიან ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან, კომპოზიტორი მარიკა კვალიაშვილი, მომღერლაი, ნანი ბრეგვაძე, მსახიობი თამარ სხირტლაძე, მომღერალი გიული ჩოხელი და სხვები.

,,პერსონა 2020“ -ზე წარდგენილ წარმატებულ ადამიანთა გამოვლენა უკვე დაიწყო და მათგან ერთერთი გხლავთ დიზიანერი ფატი კახნიაშვილი, რომელიც  ხელნაკეთ აქსესუარებს ქმნის და იგი ტიტულს კულტურისა და ხელოვნების განვითარებისთვის მიიღებს.

__ ქალბატონო ფატი,  დიდი ხანი არაა რაც საზოგადოებას თქვენს მიერ ხელთნაკეთი ქალის აქსესუარები შესთავაზეთ და უკვე დიდი მოწონება დაიმსახურეთ , რა არის თქვენი შემოქმედების ინსპირაცია?

დიახ დაგეთანხმებით, მეორე წელია რაც ჩემი საქმიანობის სფერო რადიკალურად შეიცვალა და ხელოვნებაზე გადავერთე. ჰობი საყვარელ საქმედ ვაქციე და უფრო მეტიც, ის ჩემთვის შემოსავლის წყაროდ იქცა. ჩემი შემოქმედებითი საქმიანობის დაწყება ჩემს ბავშვობას უკავშირდება და შთაგოენება აქედან წამოვიდა. მოგეხსენებათ, წარმოშვებით სამაჩაბლოდან ვარ და ეს თემა საკმაოდ მტკივნეულია. მონატრება იმ ადგილების სადაც ბავშვობა გავატარე, სადაც მამის საფლავი დავტოვე. მამა შემთხვევით არ მიხსენებია, დღეს თუ ჩემი შემოქმედების ძირითადი კონცეფცია – ვაზი და მტევანია, ეს მამის დამსახურებაა. მას ძალიან უყვარდა ვაზი და დიდი რუდუნებით უვლიდა მას: ღიღინებდა, ესაუბრებოდა და ეფერებოდა. ბავშვობაში ამას ვაკვირდებოდი, მაგრამ ბოლომდე ვერ აღვიქვამდი. დრო რომ გადის ემოციებიც და შეგრძნებებიც განსხვავებულად გვიყალიბდება მამის და ბავშვობის  მონატრებამ ვაზის  სიყვარული გამიმძაფრა და ასე იქცა მტევანი ჩემი შემოქმედების შთაგონბის, მოტივაციის და კრეატიულობის წყაროდ. მახსოვს პირველ მტევანს რომ ვაკეთებდი, თან ვესაუბრებოდი. ამან მეტად გაამძაფრა ჩემი ემოცია და მაშინ მივხვდი, რომ ეს იყო ის საქმე, რასაც სიამოვნებით და დიდი სიყვარულით ვაკეთებდი.

__ ქართული კულტურა ვაზთან და ღვინოსთან მჭიდრო კავშირშია  რაც თქვენი შემოქმედების ძირითადი ხაზია, ეს ერთგვარი მარკეტინგია თუ ქართული კულტურის სიყვარული?

ვაზი, მტევანი ქართულ კულტურასა და ისტორიას ასახავს და ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო. ჩემს ხელოვნებაში სიმბოლოები მნიშვნელოვანია. ყველა ხელოვანი თავის ნამუშევრებში გარკვეულ ამბავს და ემოციას გადმოსცემს. მე კი,

ჩემს ემოციას და „ამბავს საქართველოზე…“ ვყვები. იმ ქართველოზე, სადაც ტერიტორიები ოკუპირებულია და ეს ტკივილი მძიმეა. მე კი ჩემი „ვაზის მტევნებით“ მსოფლიოს მოვუყვები „ამბავს საქართველოზე…“. რაც შეეხება თვენს კითხვას, მარკეტინგული გათვლა იყო თუ არა, გიპასუხებთ, რომ არ ყოფილა მარკეტინგული გათვლა. გულიდან ამოსული ემოცია და ვაზის  თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები მალე გახდა პოპულარული და საყვარელი, როგორც ქართველი ასევე უცხოელი  მომხმარებლისთვის. ამან გამოიწვია მარკეტინგულად გამართლება.

__ ძალიან შრომატევადი პროცესია ალბათ , ძირითადად როდის მოგდით მუზა?

კი, ძალზედ შრომატევადი პროცესია, მაგრამ სასიამოვნოა ის დაღლაც, როცა ჩემს ხელში მტევანი ცოცხლდება უბედნიერესი ვარ. ჩემი შვილებივით მიყვარს ყველა და მენანება გასაყიდად. რაც შეეხება მუზას, შემიძლია ღამეები გავათენო, სანამ დასახულ შედეგს არ მივაღწევ.

__ პროფესიით იურსტი ბრძანდებით როგორი რექცია ქონდათ თქვენს ირგვლი საზოგადოებას, როცა თქვენ ასე საჯაროდ გამოიტანეთ თქვენი ნამუშევრები?

დიახ, პროფესიით იურისტი ვარ და იუსტიციის სისტემაში 13 წლიანი სტაჟი დავაგროვე. მაგრამ მინდა გითხრათ, მე პირველი პროფესიაც მაქვს, პედაგოგიც ვარ. იურისტობამდე კი პედაგოგად ვიმუშავე კერძო სკოლაში 5 წელი.

ჩემი შემოქმედებითი საქმიანობა იუსტიციის სახლში მუშაობის პერიოდში პარალელურად დავიწყე და მაშინვე მივხვდი, რომ საჯარო სამსახური აღარ იყო ჩემი ინტერესის სფერო. ამაზე ხმამაღლა ვსაუბრობდი და შინაგანად გადაწყვეტილებაც მქონდა მიღებული, რომ მალე საჯარო სამსახურს დავტოვებდი. ბევრი არ მიფიქრია, სულ რამოდენიმე თვეში ჩემი გადაწყვეტილება სისრულეში მოვიყვანე. ამან დიდი მითქმა- მოთქმა გამოიწვია ჩემს სამსახურში და ადმინისტრაციამაც კი დამიბარა გასაუბრებაზე. გამოცდილი კადრი სტაბილურ საჯარო სამსახურს ვტოვებდი და რა იყო ამის მიზეზი აინტერესებბდათ. მე კი მშვიდათ და თავდაჯერებით ვუპასუხე: -„ საინტერესო და საყვარელი საქმე აღმოვაჩინე …“ ასე გამოვედი კომფორტის ზონიდან და სრულად გადავერთე შემოქმედებით საქმიანობაზე. დღეს ჩემი „იუსტიციელები“ მწერენ, რომ ამაყობენ ჩემით.

__  როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს….   ბევრი და საინტერესო გეგმები მაქვს, დღევანდელმა მდგომარეობამ კი მსოფლიოში ყველა დაგეგმილი გამოფენა და ფესტივალი დროებით შეაფერხა, მაგრამ იმედი მაქვს მალე ყველაფერი გამოსწორდება და საშუალება მომეცემა „ამბავი საქართველოზე….“ მსოფლიოს მოვუყვე. მხოლოდ საქართველოში კი, საინტერესო შემოთავაზებები მაქვს და და შედეგებსაც თავის დროზე გაგაცნობთ.

ბრენდი ZILFI Handmade დაარსდა 2018 წლის აგვსიტოში. ბრენდის კონცეფცია არის საქართველოს მრავალსაუკონოვანი ისტორიისა და კულტურის ამსახველი სიმბოლო – ვაზი და ვაზის მტევანი. ბრენდის იდეა მდგომარეობს საქართველოს პოპულარიზაციაში და მისი ისტორიის გადმოცემაში ვაზის მტევნის აქსესუარისა და სამკაულის სახით. იგი გათვლილია როგორც ქართველ მომხმარებელზე, ასევე მეტწილად უცხო ქვეყნების ტურისტულ სეგმენტზე, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის მოზიდვას. ასევე მათ კმაყოფილებასა და ღვინის, ვაზის კულტურის ისტორიის გადაცემასა და გაზიარებას. ბრენდის ძირითადი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ქვეყანას მოუთხროს „ამბავი საქართველოზე…“ და ამით კიდევ უფრო შეაყვაროს ჩვენი კულტურა და დააინტერესოს ჩვენი ისტორიით. საბოლოოდ კი მათ სამახსოვროდ დარჩეთ არა მარტო მოგონებები საქართველოდან, არამედ ისეთი ნივთიც, რომელიც საქართველოს მხოლოდ დადებით ასპექტში გაახსენდებათ და ყოველთვის მოუნდებათ უკან დაბრუნება.

ფატი კახნიაშვილმა ამ ორ წელში სამი საინტერესო გამოფენა გამართა იტალიაში და ავსტრიაში.  2019 წლის 10-13 ოქტომბრის პერიოდში კი გაემგზავრა იტალიაში, ქალაქ რომში, სადაც 12 ოქტომბერს რომის ხელოვნების უნივერსიტეტში, იმჟამინდელი ახალგაზრდა ელჩის სტატუსის მქონე ნენო გაბელიასა და VALERIO MASSARONI-ს ორგანიზებით მოეწყო ,,ზილფის“ პერსონალური გამოფენა სახელწოდებით – ხელოვნებით მოყოლილი „ამბავი საქართველოზე…“

  ასევე აღსანიშნავია პროექტი „ ჩემი რომაული არდადეგები“-ს ყველაზე შთამბეჭდავი 3 დღიანი გამოფენა-კონკურსი,  Incingue Open Art Monti-ს გალერეაში, რომელიც იყო ორგანიზებული Monica Cecchini-ს მიერ. ამ გამოფენაზე 30 საუკეთესო თემატურ ნამუშევარს შორის საკონკურსოსდ წარმოდგენილი იყო  ბრენდის,  ‘’ ZILFI Handmade’’-ის, ყელსაბამი სახელწოდებით „ამბავი საქართველოზე…“.

    ეს იყო პირველი გამოფენა უცხოეთში, ხელოვნების ქვეყანაში, იტალიაში. კერძოდ კი ძველ რომის გულში, იმ ერთ-ერთ უძველეს გალერეაში, სადაც ყელსაბამი ყვებოდა ჩემი ქვეყნის ისტორიას და ასახავდა მის კულტურას. ფატი კახნიაშვილის  გამოფენას ვრცელი სტატია მიუძღვნა ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა Domeniko Letizia -მ იტალიაში.

იტალიიდან ჩამოსვლისთანავე მოწვევა მიიღო საქართველოს ელჩისგან ავსტრიაში, ბატონ დავით დონდუასგან სადაც ნოემბერში გაემგზავრა. მან მონაწილეობა მიიღო ვენაში გამართულ საქველმოქმედო გამოფენაზე – UNWG International Festival – Charity bazaar.

ავსტრიაში ყოფნის ამავე პერიოდში, 20 ნოემბეერს,  გაიმართა მისი პერსონალური გამოფენა ძველ ქალაქ  პოლტენში.

მისთვის ყველაზე ამაღელვებელი კი მაინც რომის პაპ ფრანჩესკესადმი მიძღვნილი მისი სამკაული  იყო , რომელიც 2019 წელს   რომის პაპ ფრანცისკეს, წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ქალბატონმა  ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონმა სხვა საჩუქრებთან ერთად გადასცა ბაგრატიონების სახელობის ღვინო შემკული ჩემი ხელნაკეთი მტევნით.

 

ავტორი: თიკო შუშანაშვილი

 

პოპულარული სიახლეები