ნუ გავთამამდებით, მაინც გავაგრძელოთ შეზღუდულად ცხოვრება – მარინა ეზუგბაია

მარიან ეზუგბაიამ  აღნიშნა, რომ მიუხედავად  კარგი შედეგების, ეპიდსიტუაციის გამოსწორების და აკრძალვების მოხსნისა, მოსახლეობამ თვითშეზღუდვები მაინც უნდა განაგრძოს, რადგან ქვეყანამ შეძლოს მიღებული შედეგის შენარჩუნება.

“თუ მონაცემები ასეთი სტაბილური დაგვრჩება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვირუსის პირველი შემოტევა გადავლახეთ, მაგრამ ნუ გავთამამდებით.

მე ახლაც გთხოვთ თვითშეზღუდვები დავიწესოთ, თავი შევიკავოთ სახლიდან გასვლისგან აუცილებელი შემთხვევების გარდა, თავი შევიკავოთ თავყრილობებისგან.

მიღებული შედეგების გამყარებისთვის, აუცილებელია შეზღუდვები გავაგრძელოთ”, – აცხადებს მარინა ეზუგბაია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button