“კოვიდ-19”-ის დადასტურებული შემთხვევებით რუსეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 5 მილიონს უახლოვდება. 2 მილიონამდე პაციენტმა კი გამოჯანმრთელება უკვე მოახერხა.

https://www.worldometers.info/coronavirus/ – ის მონაცემების მიხედვით კონკრეტული ციფრები ასე გამოიყურება:

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა – 4,924,016                                                                                             გამოჯანმრთელებული – 1,928,091                                                                                                                          გარდაცვლილთა რაოდენობა – 320,792

ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიო ხუთეულში პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც ახალმა ვირუსმა თითქმის 100 000 ადამიანი იმსხვერპლა.

მეორე ადგილს რუსეთი იკავებს, სადაც მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში, ვირუსის 10 000-მდე ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსზე რუსეთში 299,941 პაციენტი მკურნალობს, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 9 000-ს სცდება.

ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, მძიმე ვითარებაა ასევე ესპანეთში, სადაც 27 000-ზე მეტი გარდაცვლილია, ბრაზილიასა და დიდ ბრიტანეთში.

რაც შეეხება საქართველოს, ბოლო დღეების მონაცემები საიმედო პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა, თუმცა სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ მიღებული შედეგების გასამყარებლად, შეზღუდვებით  გააგრძელონ ცხოვრება.

დღეისათვის საქართველოში 702 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 456 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. “კოვიდ-19”-მა ქვეყანაში 12 ადამიანი იმსხვერპლა, მათგან ყველაზე ახალგაზრდა 45 წლის ასაკის იყო.

ავტორი – მაიკო ძლიერიშვილი

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button