
თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ლომბარდში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ლომბარდში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მის საკუთრებაში არსებულ ლომბარდში მამაკაცმა თავი მოიკლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე ამ ეტაპზე უცნობია.